არჩილ თალაკვაძე და სალომე ქურასბედიანი გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის (BAKS) დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის წევრმა სალომე ქურასბედიანმა გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის (BAKS) დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე, ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკას და საქართველოს წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში.

„საქართველოს პარლამენტში ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა დელეგაციასთან, რომელიც დაკომპლექტებულია გერმანიის საჯარო უწყებების ოფიციალური პირებისგან და ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან. ეს არის წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელიც უსაფრთხოების პოლიტიკაზე მუშაობს. სტუმრები ჩამოვიდნენ საქართველოში, რომ პირადად მიეღოთ ინფორმაცია, თუ როგორია საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე და თუ როგორ უყურებს საქართველო თავის უსაფრთხოების პოლიტიკას, რა წვლილი შეაქვს ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო უსაფრთხოებაში. გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია, საინტერესო შეკითხვები დაისვა. ეს შეხვედრა ჩვენთვის კარგი შესაძლებლობა იყო რომ ჩვენი პარტნიორებისთვის გვეთქვა ის რეალობა და სიმართლე, რომელიც საქართველოს მხარეს არის. ასევე ვისაუბრეთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ვფიქრობ, გერმანიის საზოგადოებაში, მათ შორის, ჩვენს სტუმრებს შორის რეალურად არის პოზიტიური განწყობა და არგუმენტების ცოდნა თუ რატომ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს და რომ ახლა, ამის კიდევ გადადება ძალიან საზიანო იქნება ევროკავშირის და საქართველოსთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Visited 21 times, 1 visit(s) today