დღეს ქალაქ მცხეთაში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები“ ტარდება. ღონისძიების ფარგლებში, თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14:00 საათიდან სხვადასხვა სახის აქტივობა იმართება. მათ შორის მიმდინარეობს ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა, ღვინით ხატვა, მოწვეული შეფ-მზარეულის, რუსო დაუშვილის კერძების დეგუსტაცია, ღვინის კოქტეილების დეგუსტაცია და
ექსკურსიები მცხეთის მარნებში. ასევე, მოწყობილია ადგილობრივი კულინარების ეთნო-სამზარეულო და საგამოფენო სივრცე – „საქართველო ღვინის სამშობლო“. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებს Dj Levi Love Disco. საღამო „თბილისური კვარტეტისა“ და ჯგუფ „მიქსტურას“ კონცერტით დასრულდება. შემოგვიერთდით, ერთად აღვნიშნოთ ღვინის დღეები ღვინის სამშობლოში.