საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა. როგორც მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ჩიქოვანმა აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლეს და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობები დაიკავეს. კომიტეტის წევრებმა ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირეს და ყოფილ კოლეგებს საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. პარლამენტმა საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ნდობა 8 თებერვალს გამოუცხადა.

Visited 17 times, 1 visit(s) today