ირაკლი კობახიძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა იტალიელ დიპლომატთან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა შემდგომი ინტეგრაციის პროცესში იტალიის რესპუბლიკის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრის, მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და ეკონომიკურ, აგრეთვე – თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. გამოითქვა არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მზაობა. ირაკლი კობახიძემ მასიმილიანო დ’ანტუონოს საქართველოს ევროპული მომავლის, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Visited 22 times, 1 visit(s) today