პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმენს

01/04/2024

პარლამენტი 3 აპრილს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმენს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მიმდინარე კვირას კანონმდებლები დაჩქარებული წესით განიხილავენ პარლამენტის წევრების: ალექსანდრე რაქვიაშვილის, იაგო ხვიჩიას, ჰერმან საბოსა და ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებას. პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები ვალდებული არ იქნებიან საარჩევნო სია დააკომპლექტონ გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად. ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და განსაზღვრეს სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0