ახალციხეში, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მათ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები გაიხსენეს. დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი დეკანოზმა მამა იოანე გელაშვილმა გადაიხადა. ცენტრალურ პარკში მდებარე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს ადგილობრივი თვითმმართველობის, ახალციხის მერიის ახალგაზრდული საბჭოსა და საზოგადოების წარმომადგენლებმაც. შეკრებილებმა, გამარჯვებისა და ერთიანობის სიმბოლოდ ქცეული თარიღი კიდევ ერთხელ გაიხსენეს და 9 აპრილის აქციის მონაწილეების მიმართ პატივისცემა და მადლიერება გამოხატეს. ზუსტად 35 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. შედეგად, დაიღუპა 21 მოქალაქე, ასობით ადამიანი კი დაშავდა.

Visited 31 times, 1 visit(s) today