ახალი წლის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

01/01/2016

ახალი წლის დღეებში, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი შეიცვლება.

თბილისის მთავრობისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში თბილისის „მეტროპოლიტენისა“ და „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზის მუშაობის განრიგი იცვლება.

მეტრო ახალი წლისა და შობის ღამეს, 23:00-დან 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო ახალი წლის ღამეს, 23:00-დან 03:00 საათამდე, მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0