თბილისის მერი დავით ნარმანია მომღერალ მაია ჯაბუას ვარსკვლავის გახსნას დაესწრო.
გახსნამდე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლ „მზიური”-ს ყოფილი სოლისტის მაია ჯაბუას შემოქმედებითი საღამო გაიმართა. კონცერტში მონაწილეობდნენ დათო ევგენიძე, თემურ თათარაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, ეკა კახიანი, ლიზა ყენია, ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი.
შემოქმედებითი საღამოს შემდეგ „ფილარმონიის“ წინ მაია ჯაბუას ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.
,,მისასალმებელია მაია ჯაბუას ვარსკვლავის გახსნა. დარწმუნებული ვარ, კიდევ დიდხანს გააგრძელებს აქტიურ სასცენო მოღვაწეობას და ვარსკვლავის გახსნა დამატებითი სტიმული იქნება იმისათვის, რომ კიდევ ბევრი კარგი საღამო გვაჩუქოს”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ღონისძიებას ხელოვნების სფეროსა და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საღამო საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.