დედის დღესთან დაკავშირებით მრავალშვილიან დედებს 150 ლარი ჩაერიცხებათ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული სოციალური პროგრამის მიხედვით, დედის დღესთან დაკავშირებით, ყველა მრავალშვილიან დედას, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი (18 წლამდე ასაკის) ჩაერიცხებათ 150 ლარი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ბორჯომში რამდენიმე წელია მოქმედებს.
„გასულ წლებში ჩვენ საჩუქრების სახით ვულოცავდით მრავალშილიან დედებს ამ ლამაზ დღესასწაულს. წელს კი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 77 მრავალშილიან დედას პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ თანხა, რომელსაც საჭიროებისამებრ გამოიყენებენ“ – აღნიშნა გამგებელმა.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა შემუშავდა მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და მორალური მხარდაჭერისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
უნდა აღინიშნოს, ისიც რომ მუნიციპალიტეტი 4 და მეტშვილიან ოჯახებს ყოველთვიურად ეხმარება ფულადი თანხით, მათ აქვთ შეღავათები როგორც ელექტო ენერგიის ასევე ბუნებრივი აირის გადასახადზეც.

Visited 254 times, 1 visit(s) today