მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის ტერიტორიულ ერთეულის სასოფლო კლუბში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა. კონცერტის ორგანიზატორები იყვნენ ლახამულისა და ხაიშის საჯარო სკოლის მასწავლებლები, ლალი მარგიანი და იზა ჩაკვეტაძე. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ხაიშის, ლახამულის, იდლიანის და ეცერის ტერიტორიულ ერთეულებში არსებული ქორეოგრაფიული თუ ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლები, ასევე სკოლის მოსწავლეებმა ლექსებით მიულოცეს დედებს დამდეგი დღესასწაული. მარათონის „ნუ მივატოვებთ ერთმანეთს“ მიზანია იმ მოსწავლეების დახმარება რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა 570 (ხუთას სამოცდაათი) ლარი გადაეცა ორ ოჯახს. ორგანიზატორები მადლობას უხდიან მამა იოსებს თანადგომისთვის და ეცერის ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელს, ვახტანგ ხორგუანს.
შეგახსენებთ რომ მარათონის „ნუ მივატოვებთ ერთმანეთს“ ფარგლებში ეს რიგით მეორე ღონისძიებაა. ორგანიზატორები მომავალშიც გეგმავენ მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარებას და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას.
საქველმოქმედო მარათონი „ნუ მივატოვებთ ერთმანეთს“ – ეცერი
Visited 641 times, 1 visit(s) today