ვიზალიბერალიზაცია საშუალებას მისცემს არალეგალურ ემიგრაციაში მყოფებს დაბრუნდნენ სამშობლოში და ევროპაში წასვლის უფლება არ დაკარგონ

ვიზების ლიბერალიზაცია საშუალებას მისცემს არალეგალურ ემიგრაციაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს დაბრუნდნენ სამშობლოში და ამით ევროპაში წასვლის უფლება არ დაკარგონ, – ამის შესახებ  ზაქარია ქუცნაშვილმა  განაცხადა.
მისი თქმით, ევროპამ გადაწყვიტა, რომ მიმართოს ევროპის საკანონმდებლო ორგანოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და ეს ცვლილებები მოიცავს საქართველოს მოქალაქეებისთვის 90 დღით ევროპაში ყოფნის უფლება.

“ეს საშუალებას მისცემს ერთი მხრივ, არალეგალურ ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეებს დაბრუნდნენ საქართველოში, მოინახულონ მრავალი წლის უნახავი მშობლები, ახლობლები და ამით ევროპაში დაბრუნების უფლება არ დაკარგონ. ასევე ჩვენს სტუდენტებს საშუალება ეძლევათ რომ ევროპაში გაატარონ არდადეგები, მოძებნონ უმაღლესი სასწავლებლები და ჩაბარება სცადონ, ბიზნესმენებს საშუალებას აძლევს მოლაპარაკებების პროცესში არ იყვნენ დროში შეზღუდულები. ასე, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც უკვე გავიდა ევროპის საკანონმდებლო ხელისუფლების ხელში, ჯამში ჩვენს მოქალაქეებს ამ შესაძლებობებს აძლევს”, – განაცხადა  ქუცნაშვილმა.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ რაც იყო რეკომედაციები საქართველომ ყველა შეასრულა ვიზალიბერალიზაციის კუთხით. რაც შეეხება თავისუფალ სავაჭრო სივრცეს და ასევე ასოცირებულ წევრობას, საქართველოს ამ მხრივ 5-წლიანი სამოქმედო გეგმა აქვს, რომელსაც ყოველწლიურად მიჰყვება.

Visited 135 times, 1 visit(s) today