საქართველოს ინტელექტ – ჩემპიონატი „ეტალონი 2016“ ადიგენის მუნიციპალიტეტს ეწვია

ინტელექტუალურ-შემეცნებით პროექტში, რომელსაც გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა მონაწილეობა ადიგენის 25-მა მოსწავლემ მიიღო.
ბრძოლა ეტალონის ტიტულის მოსაპოვებლად ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები მაქსიმალურად ცდილობდნენ განათლების პოტენციალის საუკეთესოდ წარმოჩენას.
ადიგენის ეტალონი მოსწავლის ტიტული კი დაბა ადიგენის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ თამარ ათოშვილმა მოიპოვა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით გამარჯვებულ მოსწავლეს, ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით გადაეცემა, ხოლო მე-2, მე-3 ადგილზე გასული მონაწილეები 200-200 ლარს მიიღებენ. გარდა ამისა დაბა ადიგენის საჯარო სკოლისაგან გამარჯვებულ მოსწავლეს და კლასის ხელმძღვანელს ფულადი ჯილდო 200 ლარის ოდენობით გადაეცემათ.
უსაჩუქროდ არ დარჩენილა არცერთი მონაწილე, რომლებმაც ადიგენის მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად წიგნები მიიღეს.
საქართველოს ინტელექტ – ჩემპიონატი „ეტალონი 2016“-ის იდეის ავტორმა და სულის ჩამდგმელმა გოჩა ტყეშელაშვილმა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე მამულიშვილური საქციელის გამო სპეციალური სიგელით დააჯილდოვა.
ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, რომლებმაც შესაბამისი სიგელები პროექტის მონაწილეებს პირადად გადასცეს.
პროექტს განსაკუთრებული ელფერი შესძინა ადიგენის სამუსიკო სკოლის ანსამბლ ,,მესხეთის” მიერ შესრულებულმა სიმღერამ.
აღსანიშნავია, რომ ადიგენელი მოსწავლეების მონაწილეობა ,,ეტალონში”, ადიგენის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა.

Visited 263 times, 1 visit(s) today