შეხვედრები გაიმართა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის და სოფელ საყუდაბლის მოსახლეობასთან

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები ალექსანდრე პაპაშვილი და მერაბ ველიჯანაშვილი სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ ორგორისა და სოფელ საყუდაბლის მოსახლეობას შეხვდნენ. ამ შეხვედრაზე მათ 2016 წლის „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პრიორიტეტებზე იმსჯელეს და განიხილეს თითოეულ სოფელში არსებული პრობლემები.
უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეირჩა სოფლისთვის პრიორიტერტული საკითხი, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით “ გამოყოფილი თანხის ფარგლებში, ყველა სოფელს თავად შეუძლია სოფლის კრებაზე შეარჩიოს არსებული პრობლემებიდან ყველაზე პრიორიტეტული საკითხი და მოაწესრიგოს.

Visited 121 times, 1 visit(s) today