პრეზიდენტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარედგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, მიიღეს გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით.

“ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, კობა გვენეტაძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე დასანიშნად.
2 მარტს, საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი კობა გვენეტაძე ერთხმად დაამტკიცა”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

Visited 174 times, 1 visit(s) today