ამბულატორიების ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძემ, ზურაბ თენიეშვილმა და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა თემურ ქარცივაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დღეს ქედაში მუნიციპალიტეტში არსებული ამბულატორიების 11 ექიმთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პირველადი ჯანდაცვის პუნქტებში არსებული ვითარება განიხილეს. სოფლის ექიმებმა ავტომობილების გადაცემასთან დაკავშირებით, კმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოთქვეს.

Visited 146 times, 1 visit(s) today