ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის დარგში, გასულ წელს დანერგილი ინოვაცია წარმატებით გრძელდება.
მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურს და ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრს“ მეღორეობის დარგში სიახლეები აქვს.
გამრავლდა იორქშირისა და ლანდრასის ჯიშის ღორები, რომლებიც ამტანიანობითა და წონადობით გამოირჩევიან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის „ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრს“ სოფლების – ლიხაური-ჭანიეთის საზღვარზე გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 4.5 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც ცხოველთა სანაშენეს მშენებლობა 2015 წელს დასრულდა.
ცხოველთა სანაშენე ლიხაური-ჭანიეთის საზღვარზე
Visited 196 times, 1 visit(s) today