საფრანგეთის ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს შეხვდა

საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას შეხვდა.

მხარეებმა რეგიონის განვითარებაზე ისაუბრეს. შეხვედრისას ტურიზმის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის მიმართულებები პრიორიტეტულ სფეროებად დასახელდა.
გუბერნატორის განცხადებით, ამ სფეროების განვითარების საქმეში საფრანგეთი სამეგრელოს დახმარებას გაუწევს.
ელჩი ზუგდიდში მიურატების ოჯახს სტუმრობდა.

Visited 125 times, 1 visit(s) today