ბოლოს ეგენი იმდენი დარჩებიან, რომ პლაკატების დამჭერიც არ ეყოლებათ

ბოლოს ეგენი იმდენი დარჩებიან, რომ პლაკატების დამჭერიც არ ეყოლებათ, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შესახებ, რომლებიც სამართალდამცველებს მოუწოდებენ, დეპუტატების თამაზ მეჭიაურისა და დავით ლორთქიფანიძის განცხადებებით დაინტერესდნენ. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული არასამთავრობოები, რომლებშიც მოიაზრებიან კამპანია “ეს შენ გეხებას” მონაწილე ორგანიზაციები, უცხოური გრანტებით ფინანსდებიან და მათ მიშას არასამთავრობოებს უწოდებს.

“მე ღიად ვთქვი ყველაფერი და პროკურატურა იქნება თუ ნებისმიერი სამართალდამცავი, შეუძლია ეს გამოიყენოს ჩვენებად, თუ სურვილი ექნებათ, დამატებით იგივეს გავიმეორებ, რაც ვთქვი. მე არ მაქვს ისეთი სუსტი ნერვები, ზოგიერთებს რომ აშანტაჟებენ, უცხოური ფულით დაფინანსებული არასამთავრობოები და ენის მოჩლექით რომ ალაპარაკებენ. ბოლოს ეგენი იმდენი დარჩებიან, რომ პლაკატის დამჭერიც არ ეყოლებათ. თანდათან პლაკატებს აპატარავებენ იმიტომ, რომ დამჭერები აღარ ჰყავთ”, – განაცხადა მეჭიაურმა.

Visited 155 times, 1 visit(s) today