„წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს. მე გადავწყვიტე, რომ ამ პერიოდისათვის მეწოდებინა გზა – დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ.
25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა აღვადგინეთ. ერთია – გათავისუფლდე ვიღაცისაგან, მეორეა – მიაღწიო რეალურ თავისუფლებას, მიაღწიო საზოგადოების თავისუფლებას, ისეთ თავისუფლებას, რომლითაც დღეს აშშ-ში სარგებლობენ, მიუხედავად შიდაპოლიტიკური მღელვარებისა. მას შემდეგ კი რაც საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობას, ჩვენი მიზანია თავისუფალება.
საქართველოსათვის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს წინაშეა საპარლამენტო არჩევნები, რეგიონში მზარდი საფრთხეები და რთული ვითარება.
ჩვენ ვხედავთ საშინელ ტერორისტულ აქტებს პარიზში, ბრიუსელში, თურქეთსა და მსოფლიოს სხვადასხვაქვეყნებში.
ვხედავთ თუ რა გამოწვევებია კაცობრიობის წინაშე. ეს გამოწვევები იმ სახელმწიფოების წინაშეცაა, რომლებიც ყველაზე დაცულად ითვლებიან და გაწევრიანებულნი არიან უსაფრთხოების თვალსაზრისით ძლიერ ალიანსებში.
ვართ თუ არა მზად თვალი გავუსწოროთ რეალობას – რომ ნატოსა და მისი სახელმწიფოების უსაფრთხოება ვერ იქნება მიღწეული სხვა სახელმწიფოთა უსაფრთხოების გარეშე, ისეთების როგორიცაა საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები.
ჩემმა ხალხმა ნათლად აირჩია საკუთარი გზა, ღირებულებები და ხედვა, რომელიც ევროატლანტიკურ და ევროპულ პრინციპებს უკავშირდება.
ჩვენ ვიყავით ამ ღირებულებების ერთგულები და 25 წლის განმავლობაში, ხელისუფლებამაც და საზოგადოებამაც ბევრი გავაკეთეთ, რათა რეალურად გვეჩვენებინა ევროსტრუქტურებში გაწევრიანებისაკენ საქართველოს შეუქცევადი სწრაფვა.
ამ მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს. ამ ეტაპზე, რის გაკეთებასაც ვცდილობთ არის ის, რომ მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია და ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებს ვაჩვენოთ, რომ მრავალი საკითხის გადაწყვეტა საქართველოს, ევროპასა და ამერიკას შორის მჭიდრო პარტნიორობასა და თანამშრომლობაშია.“
პრეზიდენტის სიტყვა ატლანტიკურ საბჭოში
Visited 122 times, 1 visit(s) today