“სმარტის” სუპერმარკეტში ტორტების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

“სმარტის” ვაკის სუპერმარკეტში თანამედროვე მხატვრებისა და “სმარტის” კონდიტერ-დიზაინერების მიერ შესრულებული ტორტების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

როგორც სუპერმარკეტების ქსელის “სმარტის” წარმომადგენლებმა prof-news-ს განუცხადეს, “სმარტი” საკონდიტრო ხელოვნების პოპულარიზებისთვის ახალ კამპანიას “საკონდიტრო ART”-ს იწყებს.

სუპერმარკეტში ნებისმიერი დიზაინის ტორტის დამზადებას უზრუნველყოფენ, რაც კონდიტერ-დიზაინერების შემოქმედებითობის დამსახურებაა.

სმარტის კონდიტერ-დიზაინერებმა ტორტები პოპულარული რეპროდუქციებით მოხატეს, თანამედროვე მხატვრებმა კი თავისუფალ თემად “ოჯახი, მზრუნველობა” აირჩიეს და ტორტებიც თავისი შეხედულებისამებრ გააფორმეს. ტორტების გაყიდვიდან შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ 14-სულიან ოჯახს წინასააღდგომოდ გადაეცემა.

“ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, “სმარტის” “საკონდიტრო არტი” გრძელვადიანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც არაერთხელ დამტკიცდება, რომ კონდიტერების მიერ შესრულებული ტორტები ისეთივე შემოქმედებით შრომას ითხოვს და დასაფასებელია, როგორც თავად ხელოვნება.

“სმარტი” განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საკუთარ საკონდიტრო წარმოებას, ამიტომაც “სმარტის” კონდიტერები მუდმივად გადიან პროფესიულ მასტერკლასებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე კონდიტერებთან და მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხისა და გემოვნური თვისებებით გამორჩეული, ულამაზესი ტორტებისა თუ დესერტების შეთავაზებით მათ კულინარიის დარგის განვითარებაში წვლილი შეაქვთ,”-განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მისივე თქმით მალე იგეგმება ცენტრალიზებული წარმოების გაკეთება აეროპორტთან და ასეთი ნამცხვრები და ტორტები იქნება მთელ საქართველოში ნებისმიერ “სმარტში”.

ვისოლ ჯგუფმა “სმარტის” ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო და დღეისათვის თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში “სმარტის” 16 სუპერმარკეტი ფუნქციონირებს.

“სმარტის” სლოგანია “ხარისხი დეტალებში” და “სმარტის” სუპერმარკეტები შესაბამისად უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფართო არჩევანითა და მომსახურების თანამედროვე სტანდარტებით გამოირჩევა,”-აცხადებენ კომპანიაში.

Visited 341 times, 1 visit(s) today