საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, მანანა კობახიძის განცხადებით, არავითარი სამთავრობო ცვლილება ამ ეტაპზე არ იგეგმება.
როგორც მანანა კობახიძე აღნიშნავს, კოალიციაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მიუხედავად არავითარი პოლიტიკური კრიზისი და დაძაბულობის საფრთხე არ არსებობს.
როგორც კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რესპუბლიკელები რჩებიან კოალიციასა და უმრავლესობაში. ”ეროვნული ფორუმი” კი თუ მიიღებს უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილებას, ეს საპარლამენტო საქმიანობას ხელს ვერ შეუშლის, რადგან თავად ფორუმის წარმოამდგენლები ამბობენ, რომ ისინი ხელს არ შეუშლიან ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას.
„ფორუმის” გასვლა კოალიციიდან და უმრავლესობიდან არ იწვევს უმრავლესობის დაშლას. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი. ”ეროვნული ფორუმის” ლიდერმა კახა შარტავამ თავადვე აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოიშვას პოლიტიკური კრიზისი და ”ფორუმი” ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც დაწყებულია. ისინი თუ უმრავლესობიდან გავლენ, არ ნიშნავს, რომ ხელს შეუშლიან საპარლამენტო საქმიანობას და გადაწყვეტილებების მიღებას. რესპუბლიკელები რჩებიან კოალიციასა და უმრავლესობაში და ეს არის იმ პასუხისმგებლობის გამოხატულება, რაც კოალიციის წევრებს უნდა ჰქონდეთ. ეს მიდგომები არის სახელმწიფოებრივი. კოალიციაში ვართ, თუ არ ვართ ჩვენი ოპონირება უნდა გამოადგეს ქვეყანა და ჩვენ მშვიდობიან ოპონირებაში უნდა გადავიდეთ“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
მისივე თქმით, მთავარია, რომ არჩევნებამდე ქვეყანა სტაბილურად, დესტაბილიზაციის გარეშე მივიდეს და ეს არის ყველა პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა.