შეხვედრა ისრაელის ელჩთან

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ისრეალის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ექსტენციის და მომსახურეობის გაძლიერება საქართველოში“ (SEAS) ხელმძღვანელს, ბენჯამინ მიულერს და ისრაელის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (MASHAV) ექსპერტებს შეხვედა.
შეხვედრის მიზანი პროექტის ფარგლებში სასათბურე მეურნეობების მიმართულებით გაწეული საექსტენციო საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა იყო.
შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ექსტენცია მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. შესაბამისად, ისრაელის საელჩოსა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. მინისტრის პირველმა მოადგილემ პროექტი „ექსტენციის და მომსახურეობის გაძლიერება საქართველოში“ (SEAS) წარმატებულად შეაფასა და ამის ძირითად ფაქტორად, მხარეებს შორის სწორი კომუნიკაცია და აქტიური თანმშრომლობა დაასახელა.
ისრაელის ელჩმა, იუვალ ფუქსმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მზადყოფნა დააფიქსირა.

Visited 100 times, 1 visit(s) today