ოპონენტების განცხადებები საარჩევნო ბარიერებთან დაკავშირებით სასაცილოა

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპონენტების განცხადებები საარჩევნო ბარიერებთან დაკავშირებით სასაცილოა. ასე ეხმაურება კაა კალაძე ”ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას, რომ ”ქართულ ოცნებას” არჩევნებში 50% -იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა არ აქვს.
”სასაცილოა ოპონენეტების ეს განცხადებები. ”ქართული ოცნება” არის ერთადერთი ის ძალა, რომელსაც აქვს დიდი შესაძლებლობა, რომ არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგოს”, – აღნიშნა კალაძემ.
რაც შეეხება წინასაარჩევნო დაპირებებს, ენერგეტიკის მინისტრის თქმით, გარკვეული ხარვეზები შესაძლოა არის, მაგრამ ეს, მისი შეფასებით, ნორმალური პროცესია.
”შეცდომა ნებისმიერ ადამიანს მოსდის და შეიძლება მოუვიდეს მთავრობასაც”, – განაცხადა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრმა შესრულებელი დაპირებების პროცენტული მაჩვენებლის დასახელებისგან თავი შეიკავა.

Visited 139 times, 1 visit(s) today