27 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ, კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა, გუბერნატორის მოადგილეებმა გივი მეტრეველმა და ზურაბ არსენიშვილმა, ვიცე-მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ, თელავის მერიისა და საკრებულოს თანამშომლებთან ერთად ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა.

Visited 239 times, 1 visit(s) today