პირველ ტურში, დიდი ალბათობით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები გაიმარჯვებენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პირველ ტურში, დიდი ალბათობით მმართველი გუნდის წარმომადგენლები გაიმარჯვებენ, თუნდაც იმიტომ რომ სახელისუფლებო რესურსი გარკვეულწილად მათ მიეხმარება, სულ რომ კანონის ფარგლებში ჩატარდეს ყველაფერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს პარტიების მხრიდან 50%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობებზე საუბრისას განუცხადა.

თამაზ მეჭიაურის შეფასებით, 50%-იანი ბარიერის შემოღება მხოლოდ ამ ხელისუფლებამ გაბედა და ეს ძალიან მაღალი ბარიერია. დეპუტატის თქმით, რა თქმა უნდა, პირველ ტურში დიდი ალბათობით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები გაიმარჯვებენ, მაგრამ ეს არ იქნება პირველი ადგილი, რადგან პირველ ადგილზე გასული კანდიდატის პროცენტული მაჩვენებელი 50%-ზე მეტი არ იქნება.

”იმ შემთხვევაში როცა არჩევნები სამართლიანად ტარდება და ამ არჩევნებში ძალიან ბევრი პარტია მონაწილეობს, მითუმეტეს ახლა, როდესაც ერთ ბლოკად აღარ გამოვა მმართველი ხელისუფლება და უკვე 5-6 კანდიდატი მხოლოდ მათ ეყოლებათ, ასევე თუ გავითვალისწინებს იმასაც, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატები, მე მგონია, რომ ხმები ძალიან გაიყოფა და პირველ ტურში ძალიან იშვიათად, რომ სადმე დამთავრდეს არჩევნები. ეს არ მიანიშნებს რომელიმე პარტიის სისუსტეზე, პირიქით უფრო მართვის სიძლიერეზე მიანიშნებს, რომ დემოკრატიულად ჩატარდება არჩევნები. 50%-ზე მეტიანი გამარჯვება იქნება მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში”, – განაცხადა მეჭიაურმა.

Visited 152 times, 1 visit(s) today