9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას ოზურგეთში პატივი მიაგეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წლის თავზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან – დავით დარჩიასთან ერთად პატივი მიაგო 9 აპრილს, რუსული ინტერვენციის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას. ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა 9 აპრილის ღამეს ტრაგიკულად გარდაცვლილი ლიხაურელი ნინო თოიძის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
„9 აპრილი არის ჩვენი ერის მძიმე და მოუშუშებებლი ტკივილი, რომელიც ყოველ გაზაფხულს ხელახლა იბადება, ამავე დროს არის გამოფხიზლების და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, როცა მთელი ერი ერთ მუშტად შეკრული იდგა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფობრიობის სადარაჯოზე. დღეს პატივი მივაგეთ 9 აპრილის გმირებს, წმინდა გიორგის ხატის მატარებლებს, ქვეყნის თავისუფლებით გულანთებულებს,“-აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
ხელისუფლების წარმომადგენლები ლიხაურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში 9 აპრილს დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.
დღესვე ლიხაურის კულტურის სახლში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის , ასევე ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
1989 წელს თბილისში, 9 აპრილს, თბილისში საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა.

Visited 267 times, 1 visit(s) today