NDI-ს კვლევების თანახმად, საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად ნატო უზრუნველყოფს. კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა, რომელშიც ერთ-ერთი კითხვა იყო, თუ რომელი ქვეყანა ან ორგანიზაცია უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას.
ამ კითხვაზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნატო – 23%; ევროკავშირი – 13%; რუსეთი – 13%; აშშ – 10%; ევრაზიული კავშირი – 1%; აზერბაიჯანი – 1%; სომხეთი – 1%; კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ – გასცა 32%-მა.
რაც შეეხება კითხვას, თუ რომელი ქვეყანა წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, გამოკითხულთა 47% რუსეთს მიიჩნევს. ამ კითხვაზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: რუსეთი – 47%; ”ისლამური სახელმწიფო”- 8%; აშშ – 7%, თურქეთი – 5%; ნატო – 2%; სომხეთი – 1%, ევროკავშირი – 1%; ევრაზიული კავშირი – 1%; სხვა – 2%; არ ვიცი – 27% და უარი პასუხზე 1%-მა განაცხადა.