თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ”თელასის” ინფორმაციით, სამგორის რაიონში, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II კვარტლის , თრიალეთის, მაისურაძის და გახოკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV და V მიკრორაიონების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის და კაპანელის ქუჩის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღომის, დიდი დიღომის III მიკრორაიონის, პეტრიწის (ნაწილობრივ) და მეფე მირიანის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, ცინცაძის და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის და შევარდენიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, ბარალეთის და ფოცხიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VI მიკრორაიონის, ხერგიანის და მიქატაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, იამანიძის, ქურდიანის, ბათუმის, გორის, ფიფიას, ვორონინის, მეტრეველის, მაიაკოვსკის, ევდოშვილის, ფოთის, ბაგრატიონის, თევდორე მღვდლის, ზუგდიდის, სოხუმის და ცაბაძის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, წინამძღვრიშვილის, პასტერის, უზნაძის და დგებუაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალას III, IIIა მიკრორაიონების და ჟორდანიას ქუჩის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელის, წავკისის და შინდისის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.