სიყვარულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა დღეს კაფე „გურჯი“ – ში

ახალგაზრდებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე როგორც ქართველი პოეტების, ასევე საკუთარი ლექსები, ჩანახატები წაიკითხეს. ნაჩვენები იყო სხვადასხვა კინოფილმებიდან ნაწყვეტები სიყვარულის თემაზე.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, საკრებულოს წევრები, გამგეობის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საღამო კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ორგანიზებით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, სოციალური დაცვისა და ახალგაზრდული სამსახურის – ახალგაზრდული განყოფილების მხარდაჭერით მოეწყო.

Visited 246 times, 1 visit(s) today