სასამართლოს რეფორმა ყველაზე დიდი თავის ტკივილია

სასამართლოს რეფორმა ყველაზე დიდი თავის ტკივილია, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.

”მე ვფიქრობ, რომ რეფორმები ბოლომდე მიყვანილი არ არის, არც პროკურატურის რეფორმაა ბოლომდე მიყვანილი, არც სამართალდამცავი ინსტიტუტების რეფორმა და მით უმეტეს არ არის ბოლომდე მიყვანილი სასამართლო რეფორმა. სასამართლოს რაც შეეხება, ეს არის ყველაზე დიდი თავის ტკივილი, არ დაგიმალავთ, ვინაიდან განცდა, რომელიც სასამართლოს შემთხვევაში არის და რომელიც საზოგადოებაში არის, მეც მაქვს. მეც გამაჩნია განცდა, რომ ამ მიმართულებით რაღაც არის შესაცვლელი. სამწუხაროდ, მე არ მქონია საკმარისი დრო, რომ სიღრმეებში ჩამეხედა ამ მიმართულებით. მე მაქვს აქტიური განხილვა სასამართლო რეფორმის”, – განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ უახლოეს მომავალში კამპანიაში ”ეს შენ გეხება” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
მისი თქმით, ის სასამართლოს რეფორმის მიმართულებით ნებისმიერ წინადადებას მოისმენს.

Visited 121 times, 1 visit(s) today