ნიკო ნიკოლაძის კოშკის რეაბილიტაცია იწყება

ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის თავმჯდომარეს ზურაბ ხვედელიძეს შეხვდა,სადაც ნიკო ნიკოლაძის კოშკის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, რესტავრაცია-რეკონსტრუქციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და იგი მაისის თვეში დაიწყება.

ნიკო ნიკოლაძის კოშკი – წარმოადგენს ქალაქ ფოთისათვის უძველეს და უმნიშვნელოვანეს ძეგლს, როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული ღირსებების გამო. გადმოცემის თანახმად, 1578 წელს ფოთს თურქები დაეპატრონენ და ციხესიმაგრე ააშენეს მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე. თურქეთისაგან განთავისუფლების შენდეგ 1870 წელს ეს მხარე დაუთვალიერებია რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე მეორეს. იმპერატორის დასახვედრად სახე უცვალეს ფოთის ციხეს,როგორც თურქთა ბატონობის სიმბოლოს. შეცვალეს ციხის გარეგნული ხედი, მოშალეს ციხის შიგნით აღმართული მეჩეთი, მთავარ შესასვლელთან დააშენეს 2 სართულიანი კოშკი, რომელიც კონუსისებრი ხის შპილით მთავრდებოდა. 1896 წელს ნიკო ნიკოლაძემ ციხე-კოშკს კიდევ 2 სართული დააშენა. მე-5 სართულზე განთავსებულია მექანიკური საათი რომელიც 1870 წელსაა დამზადებული და ნიკო ნიკოლაძემ პარიზიდან ჩამოიტანა.

Visited 201 times, 1 visit(s) today