სოფელ ერგეში დასუფთავების აქცია გაიმართა

„გავუფრთხილდეთ გარემოს და შევინარჩუნოთ სუფთა სოფელი“ – ამ ლოზუნგით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი დასუფთავების აქცია გაიმართა. გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან ერთად სოფელი ერგე დაასუფთავეს. აქტივობის მიზანი ხელვაჩაურის ყველა სოფლის მოწესრიგება, ტურისტებისთვის მიმზიდეველი გარემოს შექმნა და მოქალაქეთა ინფორმირებულობის დონის ამაღლებაა.
საზოგადოებასთან ურთიეთრთობის განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით დასუფთავების აქცია მუნიციპალიტეტში ყოველკვირეულად გაიმართება.

Visited 235 times, 1 visit(s) today