სოფელ მუსხში 1200 მეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ მუსხში 1200 მეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრუნტის დამუშავება მექანიზმებითა და ხელით, მიწის ვაკისის მოშანდაკება მექანიზირებული წესით, შემასწორებელი ფენის მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით.
პროექტით გათვალისწინებულია, 10 სმ სისქის საფუძვლის მოწყობა ქვიშა-ღორღოვანი ფენით, თხევადი ბიტუმის და 5სმ სისქის ასფალტო-ბეტონის დასხმა , 3სმ სისქის წვრილმარცვლოვანი ბეტონის დაგება.
იგეგმება გზიდან ეზოების შესასვლელამდე მიერთებები და წყალგამშვები მილების მოწყობა.
1200 მეტრიანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია, 2016 წლისათვის დასრულდება. პროექტის გაგრძელება მომავალ წელსაც იგეგმება.
მუსხში წლების განმავლობაში, სოფლამდე მისასვლელი გზა დაზიანებული იყო. ადგილობროვებს გადაადგილება უჭირდათ, ამიტომ ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან გზის რეაბილიტაციას მუდმივად მოითხოვდნენ.

Visited 331 times, 1 visit(s) today