ამ ეტაპზე საქართველოში ტურისტების შემოსვლის კუთხით სპარსეთის ყურის ქვეყნები, ასევე რუსეთი, ისრაელი გამოირჩევიან, – ამის შესახებ prof-news-ს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მარკეტინგული კამპანიები მსოფლიოს სხვადასხვა 15 ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს.
”აქ არის როგორც ტრადიციული, ასევე ახალი ბაზრების მიმართულება. ამ ეტაპისთვის განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა როგორც სპარსეთის ყურის ქვეყნები, ასევე რუსეთი, ისრაელი და სხვა ქვეყნები. წელს ჩვენ ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ზრდას ველოდებით. პირველი კვარტალი ამის ნათელი მაგალითია”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.
Visited 221 times, 1 visit(s) today