ქუთაისს ოცი ქვეყნის დელეგაცია ეწვია

ქუთაისს „გვირილობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ოცი ქვეყნის დელეგაცია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სტუმრობენ. ოფიციალური პირები ქალაქის მერიის შენობაში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მიიღეს.
დღესვე, იმერეთისა და ლატვიის ერთ–ერთ რეგიონს, ვიძემეს, შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებები ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებსა და იმერეთის ხუთ მუნიციპალიტეტს შორის დაიდო.

Visited 217 times, 1 visit(s) today