”ნაციონალების” საარჩევნო სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის

ყოფილი სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში მის მოხვედრასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
როგორც prof-news-ს მამუკა ტუღუშმა განუცხადა, მოლაპარაკებები საარჩევნო სიაში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით ნამდვილად არსებობდა, თუმცა მას საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე არ მიუღია.
„მოლაპარაკებები იყო, თუმცა საბოლოო პასუხი არ მიმიცია მათთვის. ჯერ ამ საკითხზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

Visited 192 times, 1 visit(s) today