საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრემიერმინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის პრემიერმინისტრ არტურ რასიზადეს შეხვდა.
გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.
გიორგი მარგველაშვილმა და არტურ რასიზადემ აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე.

Visited 200 times, 1 visit(s) today