სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები გამგებელს შეხვდნენ

ახმეტის მე-2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები, იმავე სკოლის მე-10 ,,ა“ და ,,ბ“ კლასის მოსწავლეები (ხელმძღვანელი დალი გამხვეტელაშვილი) პროექტ ,,თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან“ ფარგლებში შეხვდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ ბექა ბაიდაურს.
სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა პროექტის პირველი ეტაპის (სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილება თვითმმართველობის სფეროში) ირგვლივ დასვეს შეკითხვები. გამგებელმა ვრცლად ისაუბრა თვითმმართველობის უფლებამოსილებაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაჭრის კუთხით, ისაუბრა აგრეთვე თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებაზე და მზადყოფნა გამოთქვა უფლებამოსილების ფარგლებში მომავალი თაობის მიერ გამოჩენილი ინიციატივების მხარდაჭერის.

Visited 232 times, 1 visit(s) today