მთელი მედია თავისუფალია, გარდა ”რუსთავი 2”-ის

მთელი მედია თავისუფალია, გარდა ”რუსთავი 2”-ის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ რიცხვშია ”ტაბულაც”, თუმცა ის იმდენად პატარაა, რომ ყურადღების გადატანა არ ღირს.

”თქვენ არ ხართ ”ნაციონალების” წევრი? მერე რა, რომ ჟურნალისტი ხართ”, – მიმართა ივანიშვილმა ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს.
”ყველა ტელევიზია თავისუფალია გარდა რუსთავი 2-ის, თქვენ ხართ ”ნაციონალების” ტელევიზია. ღმერთმა მოგახმაროთ. ასეც უნდა იყოს”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

Visited 127 times, 1 visit(s) today