ქალაქ ზუგდიდის მერიას საჩუქრად იშვიათი ჯიშის ორი „სპილოს პალმა“ გადაეცა. მცენარეები დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ცენტრალური ჭიშკრის მიმდებარედ დაირგო. მერიაში განაცხადეს, რომ პალმების საერთო ღირებულება 15 ათასი ლარია. ზუგდიდის მერიამ საჩუქრად პალმები „ქართუ ჯგუფისგან“ მიიღო.
Visited 248 times, 1 visit(s) today