პარაზიტული ჭიების საწინააღმდეგო ვაქცინაცია საჩხერეში უფასოა

საჩხერის საზოგადოებრივი ჯადანცვის ცენტრმა პარაზიტული ჭიების
საწინააღმდეგო ახალი ვაქცინა მიიღო! წამალი, რომელიც ბელგიური წარმოებისაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საჩხერის ჯანდაცვის ცენტრს უსასყოდლოდ გადასცა.
ვაქცინაცია, გამოკვლევები და მკურნალობა უფასოა! წამალი განსაზღვრულია 4-10წლის ასაკის ბავშვებისთვის.
დეჰილმინთიზაციისთვის (პარაზიტული ჭიების საწინააღმდეგოდ) მიმართეთ საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, მისამართზე ივ. გომართელის ქ. N17 (სასწრაფო სამედიცინო დამხარება „03“-ის შენობაში). საჭიროა თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

Visited 236 times, 1 visit(s) today