სად არის “ჯოჯოხეთის კარიბჭე” დედამიწაზე

„დარვაზა“- კრატერი თურქმენეთში, რომელშიც ბუნებრივი აირი ამოდის. ადგილობრივები მას „ჯოჯოხეთის კარიბჭეს“ უწოდებენ. ის ერბენტის აულიდან 90 კილომეტრში მდებარეობს. მისი დიამეტრი 60 მეტრია, სიღრმე კი 20 მეტრი.

გაზის მარაგი 1971 წელს საბჭოთა გეოლოგებმა აღმოაჩინეს. გათხრების და ბურღვითი სამუშაოების შემდეგ გეოლოგები სიცარიელეს მიადგნენ, მიწის ზედაპირი ჩაინგრა და გაჩნდა დიდი ხვრელი.

გეოლოგებმა იმისთვის, რომ გაზს ადამიანები და ცხოველები არ დაეზიანებინა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ცეცხლი წაუკიდეს და იმედოვნებდნენ, რომ ის რამდენიმე დღეში ჩაქრებოდა, თუმცა 1971 წლიდან მოყოლებული, კრატერიდან ამომავალი გაზი განუწყვეტლივ ანთია.

თურქმენეთის მთავრობამ ახლომდებარე სოფელი გადაასახლა. ამასთანავე ცდილობს იპოვოს ხერხი, რომლითაც კრატერზე გაჩენილ ცეცხლს ჩააქრობს.

Visited 448 times, 1 visit(s) today