ამბროლაურში სპორტული ინვენტარი დამონტაჟდა

ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით და სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ქალაქ ამბროლაურში ე.წ. ,,ურავის ბინების” მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრატისლავა-რაჭის, კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩებზე სპორტული ინვენტარი (ტრენაჟორები) დამონტაჟდა.
სავარჯიშო ტრენაჟორების დამონტაჟება ახალგაზრდებში ცხოვრების ჟანსაღი წესის პოპულარიზაციას და სპორტული აქტივობების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

Visited 354 times, 1 visit(s) today