ომარ ნიშნიანიძე სავარაუდოდ ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი იქნება ქუთაისში

უმრავლესობის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იქნება ქუთაისში, – ამის შესახებ ომარ ნიშნიანიძემ ჟურნალისტებს საგურამოში „ქართული ოცნების“ ახალი სახეების წარდგენის შემდეგ განუცხადა.

რაც შეეხება ახალ გუნდს, ნიშნიანიძის განცხადებით, ისინი საინტერესო ადამიანები არიან, ასევე ახალგაზრდები და განათლებულები.
„მე ვფიქრობ, რომ ისინი გამოიჩენენ თავს, თუმცა ერთი მინუსი ახლავს ამას – ცნობადობა ცოტა ნაკლებია, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ცნობადობა გაიზარდოს. დანარჩენი მათ არაფერი არ აკლიათ“, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

რაც შეეხება მის მომავალს, ნიშნიანიძემ აღნიშნა, რომ იქნება გუნდში.

„პარტიულ სიაში არა, მაგრამ მაჟორიტარი ალბათ ვიქნები ქუთაისში“, – განაცხადა ნიშნიანიძემ.

ამასთან დეპუტატმა აღნიშნა, რომ ერთადერთი პარტია, რომელსაც უმრავლესობით გამარჯვების შანსი აქვს, არის „ქართული ოცნება“.

Visited 191 times, 1 visit(s) today