ეს იქნება ბრძოლა ქართველთმოძულე-ლიბერასტებსა და ეროვნულ იდეებს შორის

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა წინასაარჩევნოდ კანდიდატების ვინაობა და ის თუ ვინ სად აპირებს კენჭის ყრას, ამ თემასთან დაკავშირებით მოძრაობა ,, ეროვნულის”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე ვრცელ კომენტარს აკეთებს:

,,გუშინ რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ბატონმა უსუფაშვილმა განაცხადა რომ კენჭს იყრის საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში. დღეს მე სანდრო ბრეგაძე ვაცხადებ რომ იმავე ოლქში ვაყენებ ჩემს კანდიდატურას. ეს იქნება ბრძოლა ქართველთმოძულე-ლიბერასტებსა და ეროვნულ იდეებს შორის. ღმერთის შეწევნით იმედი მაქვს რომ წელში გადავტეხავთ და დავამარცხებთ ეკლესიის, რწმენის, ქრისტიანობის, ქართველობის მტრებს. პირდაპირ ვაცხადებ რომ ეს არ იქნება შერკინება საპარლამენტო მანდატისთვის უსუფაშვილ-ბრეგაძეს შორის, ეს იქნება ჩვენი (ქართველების) ბრძოლა ქართველობის მტრების წინააღმდეგ. ღმერთი იყოს ჩვენი მფარვველი ამ წმინდა საქმეში!” – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

Visited 152 times, 1 visit(s) today