დღეს, 19 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, მეწარმეობის განვითარების სააგენტომ პროექტის „მიკრო გარანტები მთის განვითარებისათვის“ პრეზენტაცია მოაწყო.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
სტუმრებმა პროგრამის იმ დეტალურ მხარეზე ისაუბრეს, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას მრავალ სიკეთეს მოუტანს.
მეწარმეობის განვითარების სააგენტო, პროექტს „მიკრო გარანტები მთის განვითარებისათვის“ მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით იწყებს.
პროექტი მოსახლეობას საშუალებას მისცემს მაღალმთიან სოფლებში ბიზნესი წამოიწყონ და სახელმწიფოს მხრიდან 5 000-დან-15 000 ლარამდე თანადაფინანსება მიიღონ, რაც მთიდან მიგრაციას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
დაინტერესებულ პირებს საკუთარი ბიზნეს იდეის წარდგენა 27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით ვებგვერდზე- www.qartuli.ge -ზე შეეძლებათ.