გამგებელმა ქვედა აჭყვაში გზის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა

ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ზედა აჭყვაში სტიქიის შედეგად დამეწყრილი სასოფლო გზის გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
გზის გაწმენდით სამუშაოებს აჭარის საგზაო დეპარტამენტი რამდენიმე დღეა აწარმოებს. მობილიზებულია სპეცტექნიკა და სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს.
სოფელში სტიქიური მოვლენები ივლისის თვეში განვითარდა, რის შედეგადაც ხუთი ოჯახი გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი. სტიქიის შედეგად დაზარალებულ 3 ოჯახს გამგებლის სარეზერვო ფონდიდან ქირის სახით 300-300 ლარი გამოეყოთ, ხოლო შერეული სამთავრობო კომისია დაზარალებულთა კომპენსაციების საკითხზე მუშაობს.

Visited 163 times, 1 visit(s) today