სოფელ ხიდისთავში ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1 700 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „Georgian Bridge Construction“ ახორციელებს.
საავტომობილო ხიდს ადიდებულმა მდინარე გუბაზეულმა ერთი მალი გამოაცალა, რის გამოც ხიდზე გადაადგილება როგორც ავტომობილებისათვის, ასევე, ფეხით მოსიარულეებისთვისაც სახიფათო იყო. ადგილობრივები ამ დრომდე საცალფეხო ხიდით სარგებლობდნენ.
სოფელ ხიდისთავში ხიდის მშენებლობა ექვს თვეში დასრულდება, მანამდე კი ავტომობილებისათვის დროებითი სახიდე გადასასვლელი მოეწყობა.

Visited 206 times, 1 visit(s) today