სამედიცინო მომსახურეობა 90 მოქალაქეს დაუფინანსდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის კომისიამ რიგით, 26 -ე სხდომაზე 90 მოქალაქეს სამედიცინო მომსახურეობა დაუფინანსა. შემოსული განცხადებებიდან 39 განაცხადი C ჰეპატიტის დიაგნოსტიკას ეხებოდა, რომლისთვისაც ჯანდაცვის ბიუჯეტიდან 12850 ლარი გამოიყო. ამავე სხდომაზე 38 მოქალაქეს ძვირადღირებული მედიკამენტები, 5 მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და 8 მოქალაქეს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობა დაუფინანსდა.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის ბიუჯეტიდან ზემო ჩამოთვლილ სამედიცინო მომსახურეობისთვის სულ 2689.75 ათასი ლარი იქნა გამოყოფილი.

Visited 177 times, 1 visit(s) today