სამედიცინო ინვენტარი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს გადასცეს

სპეციალური ინვენტარი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს 26 ოქტომბერს, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების ფონდის“ ეგიდით, რუსთავში მცხოვრებ სამ ბენეფიციარს სამედიცინო ეტლები გადაეცათ. ბენეფიციარებს პირადად სტუმრობდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, ქალაქის მერი დავით ჯიქია და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციასა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2015 წლის 1 ოქტომბერს გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში აქტიურ ინტეგრაციას. დღევანდელი აქცია ამ მიზნის მიღწევის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

Visited 301 times, 1 visit(s) today